ჩვენი შოურუმის შესახებ

გაა თრეიდინგის ბრენდი ecodrive.ge დაფუძნდა გარემოზე ზრუნვის სურვილითა და გადაწყვეტით. შოურუმში წარმოდგენილი პროდუქცია ეხმიანება თანამედროვე გამოწვევას, ეკოლოგიური პრობლემის აღმოფხვრას.
ECO Drive მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მორგებულია სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელზე, რომელიც ავტომობილით, სკუტერით თუ გორიალათი გადაადგილდება.
ასევე, კლიენტებზე, რომელთაც ოფისის, სახლისა თუ ბაღის განათება თანამედროვე ვიზუალის სანათებით სურთ.
ელექტრო ავტომობილი და სკუტერი ამცირებს საწავავის მოხმარებას და ჰაერის დაბინძურებას. ეკო განათება კი ტრადიციული სანათისგან განსხვავებით 80%-ზე მეტ ენერგიას ზოგავს.
ჩვენი პრიორიტეტი კლიენტის სასარგებლოდ მიღებული სწრაფი და კრეატიული გადაწყვეტილებაა, რომლის საშუალებით საუკეთესო შედეგამდე მივდივართ.
ერთად ვიზრუნოთ გარემოზე და გადავარჩინოთ დედამიწა !