ეზოს/ბაღის მოწყობა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, თუმცა ძალიან სასიამოვნოც. თითქოს შენს გულს და სულს მთლიანად მასში დებ, ყველა დეტალს დიდი ენთუზიაზმით არჩევ, წინასწარ გეგმავ სად გირჩევნია ჩამოჯდე, სად რომელი დეკორი მოუხდება, რომელი მცენარე დარგო და ასე შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს გემოვნებისა თუ ინტერესების მიხედვით.
თუმცა, თუ ეზოს მოწყობას ან განახლებას გეგმავ, გეცოდინება რომ იქაურობა აუცილებელია კარგად გაანათო. ეზო ხომ ის სივრცეა, სადაც შეგვიძლია საღამოობით ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად განვიტვირთოთ, მშვიდად ვისაუბროთ, ვითამაშოთ, უსაფრთხოდ გავუშვათ ბავშვები სათამაშოდ, ვიყოლიოთ შინაური ცხოველები, კარგი წვეულება მოვაწყოთ ან თუნდაც უბრალოდ სუფთა ჰაერით დავტკბეთ.
გარე განათების დაყენება უსაფრთხოების მიზნითაც აუცილებელია. იმისათვის რომ უფრო დაცულად ვიგრძნოთ თავი გარე პირების შემოსვლისგან.
ასე რომ, თუ კი განათება ჯერ კიდევ არ შეგირჩევია, შეგიძლია დაუფიქრებლად, საკმაოდ ტრენდულ, ეკო-მეგობრულ მზეზე მომუშავე სანათებზე შეჩერდე.
ცოტა დროს თუ დამითმობ, უკეთ მოგიყვები ეკო-განათებებსა და მათ ყველა სიკეთეზე.
მზის ენერგია განახლებადი ენერგიის ნომერ პირველი წყაროა, ამიტომ, შესანიშნავი გზაა ეკო-მეგობრული გეზისათვის. ის არაფერს იღებს ქსელის ენერგიისგან და ბუნებრივად იწარმოება. LED ტექნოლოგიები ფოტოელექტრული პანელების ან სარკეების მეშვეობით მზის შუქს ელექტრო ენერგიად გარდაქმნის.
თუმცა საინტერესოა, ეკონომიკური თვალსაზრისით რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას?
მზის ენერგიას შეუძლია გადასახადები ნულამდეც კი დაიყვანოს. ეკო განათება ტრადიციული სანათისგან განსხვავებით 80%-ზე მეტ ენერგიას ზოგავს. ის არ საჭიროებს დამატებით წყაროებს, რაც რათქმაუნდა კომუნალური გადასახადებისგანაც დიდწილად გვათავისუფლებს. მისი ოპერაციული და ტექნიკურ ხარჯები ბევრად დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივი სინათლის წყაროები. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მწარმოებლები, რომლებიც ენერგიის განახლებად წყაროს იყენებენ, უფრო სწრაფად იღებენ ჩადებული ინვესტიციების უკუგებას (ROI)
მაგალითად, EnergySage-ის ბაზრის კვლევების მიხედვით, აშშ-ში საშუალო კომერციული ქონების მფლობელს შეუძლია მთლიანი ენერგიის ხარჯები მზის ენერგიის გამოყენებით 75 პროცენტით შეამციროს.
თუ ხარჯების შემცირებასთან ერთად შეგვიძლია გარემოც ნაკლებად დავაზიანოთ?
თუ კი გარემოს ზრუნვასა და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაზეც ვიფიქრებთ, მზის ენერგიაზე მომუშავე განათება შესანიშნავი ვარიანტია იმისთვის რომ ნაკლები კვალი დავტოვოთ ენერგიის მოხმარებისას. მიუხედავად ფართობისა თუ შემოგარენისა, რომელსაც განათება სჭირდება, არსებობს მზის განათების ფართო არჩევანი, რომელიც ჩვენს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლით კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაშიც ვერთვებით. მისი გარემოსდაცვითი სარგებელი ყველასთვის კარგად არის ცნობილი: ის უზრუნველყოფს ენერგიის უსაფრთხო, განახლებად წყაროს, რომელიც ამცირებს მავნე სათბურის გაზების გამოყოფას, ამცირებს ნახშირბადის კვალს და არ ერჩის წყლის რესურსებს.
მეტი კომფორტისთვის?
გარდა იმისა რომ ეკო-მეგობრული სანათების მეშვეობით ხარჯებიც გვიმცირდება და ბუნებაზეც ვზრუნავთ, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ კომფორტულობასა და ვიზუალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დასაწყისშიც აღვნიშნეთ, თუ რამდენად ბევრი დეტალის გათვალისწინება გვიწევს ბაღის ან ეზოს მოწყობისას.
სივრცეს განათებაც ხომ უნდა მოვარგოთ და მოვუხდინოთ?
ECODRIVE – ზე სხვადასხვა ზომის, ფორმისა თუ ფუნქციის ბაღის მზის სანათი დაგხვდება, რაც შენს ეზოს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. ასე მაგალითად, მზეზე მომუშავე Solar garden light შეგიძლია იქ დადგა სადაც შენს გულს გაუხარდება, ან თვითონ სადაც უფრო მოეწონება.
აქვე მეტი სივრცისთვის ისიც გავითვალისწინეთ, რომ შესაძლოა სანათის სადმე დაკიდება ან კედელზე მიმაგრება გერჩივნოს. Solar Wall Light ერთერთი საუკეთესო, ეკონომიური და რაც
მთავარია ეკო-მეგობრული სანათია, რომელიც სრულად მოერგება შენს მოთხოვნებს. LED ნათურები ამინდის პირობებშიც ბევრად უფრო მდგრადია.
ამასთანავე ისიც დარწმუნებუთ შემიძლია გითხრა, რომ ზედმეტ შრომასა თუ ტექნიკურ მომსახურებას საერთოდ არ საჭიროებს და არც იმაზე იფიქრებთ ღამით შუქი ხომ არ დაგრჩათ ჩართული. ასეთი სახის LED განათება იყენებს ბატარეას, რომელიც დღის განმავლობაში მზის ენერგიით იტენება, ღამით კი ელექტრომომარაგებაში ეშვება.
ასე რომ, როდესაც ტრადიციულიდან LED განათებაზე გადავდივართ, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ LED ნათურები მოიხმარენ ნაკლებ ენერგიას, დიდხანს ძლებენ და ბევრად უფრო იაფი გვიჯდება, მსგავსი განათებით ჩანაცვლება, ვიდრე ბევრი ტრადიციული განათების წყარო.
შეცვალე
ეკო-მეგობრულობა ყველაზე დიდი ნაბიჯია იმისთვის, რომ უკეთეს სამყაროში ვიცხოვროთ. ამიტომ პატარ-პატარა ცვლილებებით შეგვიძლია უზრუნველვჰყოთ ჩვენივე უსაფრთხოება. აირჩიე ეკო-გეზი, იყავი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ!