გამყიდველი, შპს გაა ტრეიდინგი, იგივე ინტერნეტ მაღაზია ECODRIVE.GE შემდგომში გამყიდველი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კანონით მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ და ითვალისწინებს მომხმარებელთა (შემდგომში მყიდველი) ინტერესებს, განსაზღვრავს ნივთის უკან დაბრუნების პოლიტიკას, რომელსაც ეთანხმება მომხმარებელი ნივთის შეძენის დროს.
ნივთის  უკან დაბრუნება ხდება იმ შემთხვევაში თუ:

  • კომპანია იღებს ვალდებულებას დაააბრუნოს ნივთის ღირებულების 100% თუ ნივთს აღმოაჩნდება ქარხნული წუნი, რისი გამოსწორებაც შეუძლებელია, ან შეცდომით იქნება მიწოდებული სხვა ნივთი, ან მიწოდებული ნივთის ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება ვებ გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს.
  • კომპანია იღებს ვალდებულებას დაიბრუნოს ნივთი და აანაზრაუროს ნივთის ღირებულების 70% იმ შემთხვევაში, თუ ნივთს აღმოაჩნდება ტრანსპორტირების შედეგად გამოწვეული  ფიზიკური დაზიანება. ამისათვის მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს ნივთის შესაბამისი ფოტო მასალა არაუგვიანეს ერთი კალენდარული დღის ვადში, მეილზე გამოგზავნით:
  • მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ნივთის უკან დაბრუნების შემთხვევაში კომპანია არ იღებს ვალდებულებას უკან დააბრუნოს ტრანსპორტირების ხარჯები;
  • ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, სხვა არც ერთ შემთხვევაში კომპანია არ იღებს ვალდებულებას დაიბრუნოს ნივთი და მყიდველს აუნაზღაუროს მისი ღირებულება.

ასევე:

1.თუ დაკარგული აქვს სასაქონლო სახე;
2. დაკარგულია ან და დაზიანებულია შეფუთვა;
3. დაკარგულია ან და დაზიანებულია აქსესუარები;
4. მოხდა ნივთის დაზიანება მყიდველის მიერ;
5. დაზიანებულია საქონელზე არსებული, სასაქონლო, ბრენდის აღმნიშვნელი ნიშნები ან და სხვა მანიშნებლები;
6. მოხდა ნივთის ექსპლუატაცია საგარანტიო ან ექსპლუატაციის პირობების დარღვევით